15:47 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 14:16:29, 577 ნახვა

საზოგადოება
უჩა ნანუაშვილმა ყველაზე მეტი რეკომენდაციით მთავარ პროკურატურას, სასჯელაღსრულებისა და შს სამინისტროებს მიმართა

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ყველაზე მეტი რეკომენდაციით საქართველოს  მთავარ პროკურატურას, შინაგან საქმეთა  და სასჯელაღსრულების სამინისტროებს მიმართა.
ნანუაშვილმა  2014 წელს გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების შესახებ ჩატარებული კვლევა  წარმოადგინა.
ანგარიში მოიცავს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ სხვადასხვა უწყებებისთვის გაგზავნილი რეკომენდაციის და წინადადების შესრულების ხარისხობრივი კოეფიციენტის მაჩვენებლებს.
სახალხო დამცველმა სხვადასხვა უწყებებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, ასევე თანამდებობის პირებს 154 რეკომენდაცია და წინადადება გაუგზავნა, რომელთაგან მხოლოდ 35 შესრულდა. ნაწილობრივ შესრულდა 22, არ შესრულდა 47 და პასუხი 28 რეკომენდაციაზე პასუხი  არ მოსულა.
გასულ წელს ყველაზე მეტი რეკომენდაცია საქართველოს მთავარ პროკურორს გაეგზავნა, ამათგან 8 არ შესრულდებულა 9-ზე პასუხი არ გაუციათ .
 მთავარი პროკურორის მიმართ გაცემული რეკომენდაციის აბსოლუტური უმრავლესობა, რაზეც სახალხო დამცველს პასუხი არ მიუღია, არასათანადო მოპყრობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას  და სამართალდამცავი პირების ქმედება იყო.
ომბუდსმენის კვლევის თანახმად, რეკომენდაცია-წინადადების შესრულების ეფექტურობის მიხედვით ასე გადანაწილდა: სრული შედეგი დადგა 15 შემთხვევაში, 82 შედეგი არ გაითვალისწინეს, 18 შემთხვევაში სახალხო დამცველმა მიიღო შესრულების შესახებ დაპირება , 4 საქმე სასამართლოშია და 12 შემთხვევაში მოხდა დარღვეული უფლებების აღდგენაზე დაპირება.
ომბუდსმენმა ორი   რეკომენდაცია საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მიმართა, რომელთაგან  არცერთი არ შესრულებულა.
ომბუდსმენმა საქართველოს მთავრობას 10 რეკომენდაციით მიმართა და აქედან  5 რეკომანდაცია შესრულდა.
მთავარ პროკურატურაზე გაცემული 40 რეკომენდაციიდან , 8 არ შესრულებულა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამისტროზე გაცემული 16 რეკომანდაციიდან 4 არ შესრულებულა.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროზე გაიცა 10 რეკომანდაცია, ათიდან არცერთი არ შესრულებულა.
ომბუდსმენმა რეკომანდაციების გათვალისწინების ლიდერად   შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო დაასახელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics