08:41 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 13:34:57, 1267 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: 2008 წლის ომის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოში, ყველა მხარეს გამარჯვების მოლოდინი აქვს

„2008 წლის ომის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოში, ყველა მხარეს გამარჯვების მოლოდინი აქვს“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

დღეს საქართველო ბოლო შესაგებელს წარადგენს სტრასბურგში, რომელიც რუსეთ საქართველოს 2008 წლის ომს ეხება.

წულუკიანის თქმით, შესაგებლის წარდგენა უკვე დაწყებულია და ის დღის ბოლომდე დასრულდება.

„შესაგებლის წარდგენა ამ წუთებში მიმდინარეობს. ჩვენი შესაგებელი 100 გვერდიანია და 180-მდე დანართია, ამ წუთებში სტრასბურგის სასამართლოს ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ამ შესაგებლის ატვირთვა და ის დღის ბოლომდე დასრულდება. ყველა მხარეს გამარჯვების მოლოდინი აქვს“, - განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics