12:42 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 18:18:47, 755 ნახვა

სამართალი
გვენეტაძე: კანონით დამკვიდრებულია, რომ მოსამართლეები 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესდებიან, ეს პოზიცია ვერ შეიცვლება

"კანონით დამკვიდრებულია, რომ მოსამართლეები 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესდებიან, ეს პოზიცია ვერ შეიცვლება",-ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მედიის წარმომადგენელი მოსამართლეთა 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის წესთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის პოზიციით დაინტერესდა. 

"ეს პოზიცია ვერ შეიცვლება, ეს კანონით დამკვიდრებული პოზიცია არის, რომ მოსამართლეები გამწესდებიან 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით და ამ გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისინი უვადოდ გამწესდებიან პოზიციაზ.მე, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მევალება დავიცვა კანონი. ამ საკანონმდებლო პაკეტში დახვეწილია უფრო ის დებულებები, რომლებიც 3 წლიან გამოსაცდელ ვადაში მოსამართლის შემოწმება  მის კეთილსინდისიერებასა და კვალიფიკაციის საკითხებს დაუკავშირდება და ვფიქრობ, აქაც რაიმე პრობლემა ახლად დანიშნულ მოსამართლეებს არ შეექმნებათ",-აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.

ეს განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics