15:05 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 14:59:39, 786 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ხვალ პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიხსნება

18 ნოემბერს 12:00 საათზე, ქ. ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებით, იმართება პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სამედიცინო ტურიზმი: პოლიტიკური, სოციალურეკონომიკური, საგანმანათლებლო და სამედიცინო პრობლემები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“.

კონფერენცია ტარდება აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზაციული მხარდაჭერით.

კონფერენცია ეძღვნება სამედიცინო ტურიზმის განვითარების პრობლემებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, დასავლეთ ევროპისა და აშშ-ის სპეციალისტთა მონაწილეობით. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება 28 მოხსენება საქართველოს, აშშ-ის, გერმანიის, თურქეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სპიკერთა მონაწილეობით.

პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია 20 ნოემბერს დასრულდება.

 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics