09:09 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 13:30:30, 729 ნახვა

რეგიონი
ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრს ახალი ავტომანქანები გადაეცა

ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრმა ახალი ტექნიკა შეიძინა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 ერთეული ფოლკსვაგენის ფირმის მანქანა ყველა საჭირო მოწყობილობით არის აღჭურვილი. აღნიშნული ტექნიკის ღირებულება 373 ათას 320 ლარს შეადგენს.

ახალი ავტომანქანები დღეს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა დაათვალიერეს.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრმა 9 მანქანა 2012 წელს შეიძინა. დამატებით 4 ერთეული რეანომობილი ცენტრისთვის ბათუმის მერიამ შეისყიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა გასულ წელს ტექნიკური და სამედიცინო პერსონალის უნიფორმები განაახლა.

მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი საქართველოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთიან ქსელში ჩაერთო. ახალ სისტემაში ჩართვის შემდეგ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრთან დაკავშირება 112-ის საშუალებით გახდა შესაძლებელი. შესული შეტყობინება ავტომატურ რეჟიმში აისახება სისტემაში და ოპერატორი კომპიუტერული პროგრამის საშუალებით იღებს ინფორმაციას.

ამ დროისთვის ბათუმის მოსახლეობას 16 ბრიგადა ემსახურება. ბრიგადების დამატება წელიწადში 2-ჯერ, ზამთრისა და ზაფხულის სეზონზე, გამოძახებების რიცხვის გაზრდასთან დაკავშირებით ხდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics