09:12 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 15:40:14, 915 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ლიტველი ცნობილი სახეების მოგზაურობა გრძელდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ლიტვაში წარმოებული პიარკამპანიების ფარგლებში რეგიონს კიდევ ერთი ცნობილი სახე სტუმრობს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიტველი დიზაინერი, ტელე-რადიო წამყვანი, მუსიკალური დიჯეი სიმონა ბანდიტა კოლეგებთან ერთად აჭარაში მოგზაურობს და თავისი რადიო გადაცემისთვის მასალებს ამზადებს.

მათივე ინფორმაციით, სიმონა თავის მსმენელსა და სოციალურ ქსელში ათასობით მიმდევარს ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობების, მტირალას ეროვნული პარკის, ბოტანიკური ბაღისა და ქართული სამზარეულოს შესახებ მოიყვება და რეგიონში დასვენების შესახებ რეკომენდაციებს მიაწვდის.  სიმონა ბანდიტას სოციალურ ქსელში Facebook.com  27,612 მიმდევარი ჰყავს.

წელს, ლიტვაში პიარ და მარკეტინგული კამპანიების წარმოებისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა განსაკუთრებული აქცენტი ლიტვადან აჭარაში ცნობილი ტელე-რადიო გადაცემების გადამღები ჯგუფების, ჟურნალისტებისა და ცნობილი სახეების მოწვევაზე გააკეთა.

დეპარტამენტმა მაისსა და ივლისში ლიტვაში აჭარის დღეებს გაუწია ორგანიზება, რომელიც როგორც სხვა პიარაქტივობები აჭარის ტურისტული პოტენციალის, მისი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და რეგიონში ტურისტების მოზიდვას ემსახურებოდა.

(NS)  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics