15:32 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 11:31:28, 3928 ნახვა

კულტურა
დღეს თამარ გვერდწითელის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

დღეს, 20:00 საათზე, თბილისის  საკონცერტო დარბაზში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, თამარ გვერდწითელის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

მომღერალთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ანსამბლი „შვიდკცა“, პაატა ანდრიაძის ბენდი  და  ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი. კონცერტზე გაჟღერდება თამარ გვერდწითელის როგორც ყველასთვის ნაცნობი, ასევე ახალი სიმღერები.

კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება პატრიარქის ინიციატივას, რომელიც გულისხმობს მზრუნველობამოკლებული მოზარდების დახმარებას მას შემდეგ, რაც ისინი სრულწლოვანები გახდებიან.

ღონისძიების ორგანიზატორია საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი და თამარ გვერდწითელის საერთაშორისო ფონდი „მუსიკა საზღვრებს გარეშე“. საღამოს რეჟისორი - ზაზა ორაშვილი; პროდიუსერი რეზი ახრახაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics