15:14 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 14:56:29, 780 ნახვა

ეკონომიკა
ბუცხრიკიძე: თითოეული მსესხებლისთვის, თანხის გადახდის ძველი გრაფიკის აღდგენას შევეცდებით

„ერთი კვირის განმავლობაში ინდივიდუალურად, თითოეული მსესხებლის შესწავლის შესაბამისად, შევეცდებით არსებულ რეალობას ფასის ახალი გადახდის გრაფიკი მოვარგოთ, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ეროვნულ ბანკში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, შეღავათები შეეხება მხოლოდ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სესხი დოლარში, შემოსავალი კი, ლარში აქვთ.

ბუცხრიკიძის თქმით, საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე საუბარი არ არის.

„შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იყო. მას ყველა კომერციული ბანკის დირექტორები ესწრებოდნენ. ძირითადად რამდენიმე თემას შევეხეთ. ერთ-ერთი იყო კურსი, მეორე თემა ეხებოდა იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სესხები აქვთ უცხოურ ვალუტაში, ხოლო შემოსავლები ლარში. კარგია, რომ ძირითადად სექტორი სამომხმარებლო სესხების უმეტესი ნაწილი ლარებშია. საუბარია მხოლოდ იმ ნაწილზე სამომხმარებლო სესხებისა, რომლებიც უცხოურ ვალუტაშია. ძირითადად ეს შეეხება იპოთეკურ სესხებს, რომლებიც უცხოურ ვალუტაშია და იმ ადამიანებს, რომლებსაც შემოსავლები ადგილობრივ ვალუტაში აქვთ. შევთანხმდით, რომ ერთი კვირის განმავლობაში, ინდივიდუალურად, თითოეული მსესხებლის ანალიზის შესაბამისად, შევეცდებით გავითვალისწინოთ რეალობა და არსებულ რეალობას ახალი გადახდის გრაფიკი მოვარგოთ. შევეცდებით, რომ თუ ადამიანი იხდიდა განსაზღვრულ რაოდენობას ყოველთვიურად, ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ აღვუდგინოთ ის გრაფიკი. საუბარი იქნება თითოეული მსესხებლის მიხედვით, რამდენად მოხდება გრაფიკის გაგრძელება, რომ ყოველთვიური გადახდები  დაახლოებით იმ ფარგლებში დარჩეს, რაც ჰქონდათ რამდენიმე თვის წინ. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, მის შემცირებაზე საუბარი არ არის“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics