16:58 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 11:08:44, 655 ნახვა

სამხედრო
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის პირველი სწავლება დასრულდა

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის პირველი სწავლება დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსის დახურვის ცერემონიალი ვაზიანის IV მექანიზირებულ ბრიგადაში გაიმართა. სწავლების მონაწილეებს სიტყვით წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ და და „ნორვეგიის თავდაცვის საერთაშორისო ცენტრის“ NODEFIC კომენდანტმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კიელ პედერსენმა მიმართეს.

პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის პროექტის ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ კრისტიან ემაუსს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. დღესვე, სწავლების მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ნატოს ლოგისტიკის ათდღიანი კურსი საქართველოში პირველად ჩატარდა. სწავლებაში 15 ქართველი და 8 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. წვრთნები ლოგისტიკის დოქტრინებისა და კრიზისებზე რეაგირების ოპერაციებში ლოგისტიკის დაგეგმვის პროცედურების შესწავლას დაეთმო.

სწავლების მიზანი ნატოსა და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის თავსებადობის გაზრდაა. ნატოს ლოგისტიკური კურსი ალიანსის მხრიდან რეგიონის უსაფრთხოების მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა. იგი ხელს უწყობს საქართველოს მისწრაფებებს რეგიონული პარტნიორობის გასაღრმავებლად და საქართველოსთან, როგორც ნატოს სამშვიდობო მისიების მნიშვნელოვან მონაწილე ქვეყანასთან, ნატოს აქტიურ თანამშრომლობაზე მიუთითებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
BOG ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ზუგდიდში შეხვედრა გაიმართება (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics