17:32 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-18 20:40:20, 1394 ნახვა

სამართალი
ბრალდებული კაკულია - კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს, ეს არის მედიის მოგონილი ვერსია, ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა, დავით კაკულიამ, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, პირველი განმარტება გააკეთა.

ძმები კაკულიები წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ და იმედი აქვთ, რომ მათ წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდება.

„კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიას ოჯახი პროცესებზე გაიგებს ამას და სარჩელს გაიტანს“, -ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოზე დამსწრე პირებს ბრალდებულმა დავით კაკულიამ, რომელიც დისტანციურად ერთვებოდა.

ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდადებულები სწორედ ჭელიძე და კაველაძე არიან. ჭელიძეს 17 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი, კავილაძეს კი - 16 წლით პატიმრობა.

პროკურატურის თანახმად, ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე „ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ“, რათა იქ ძმებ კაკულიებს შეხვედროდნენ.

გამოძიების ვერსიითვე, სომხეთში გაიცა „მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელი მითითებები“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics