19:37 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-17 17:22:43, 760 ნახვა

სამართალი
ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურას მიმართავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურას მიმართავს. კერძოდ, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის დავით გურგენიძის მტკიცებით, საქართველოს უნივერსიტეტის ტერიტორია მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა "მიიტაცა".

ამ საკითხთან დაკავშირებით ოცნების პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს განცხადება გააკეთა და საქართველოს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის საკითხის შესწავლა დააანონსა. 

"წინა ხელისუფლების დროს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების უდიდესი ნაწილი მიტაცებული იქნა ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის მიერ და არის ეჭვი იმისა, რომ სავარაუდოდ, იყო სისხლის სამართლის დანაშაული. ამიტომ ჩვენმა უნივერსიტეტმა, პირადად მე, უნივერსიტეტის კანცლერმა და კოლეგიალურმა ორგანოებმა ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ მიგვემართა საქართველოს გენერალური პროკურატურისადმი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს არც ერთი კაპიკი არ მიუღია. მან გადაიხადა თუ არა საქართველოს ბიუჯეტში, ეს უკვე პროკურატურის მოკვლევის საგანია. ისტორიულად ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაა"- თქვა გურგენიძემ.

ქართული ოცნების მხრიდან ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მიწების მიტაცებაზე საუბარი აქამდეც ყოფილა. ამ საკითხზე 2023 წლის 14 მარტს UG-მა ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დავა დაიწყო.

უნივერსიტეტს განმარტებული აქვს, რომ 1 ლარად უნივერსიტეტის ტერიტორიის გადაცემაზე აგებული კამპანია სიცრუეა. უნივერსიტეტის რექტორის, კოკა თოფურიას თქმით, უნივერსიტეტი აუქციონზე 4 მილიონ დოლარად შეიძინეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics