09:12 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-23 09:24:13, 725 ნახვა

სამხედრო
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საერთაშორისო კვირეული გრძელდება

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საერთაშორისო კვირეული გრძელდება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვირეულში სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის მსმენელები მონაწილეობენ.

კადეტებმა და იუნკერებმა ჯგუფური დავალებების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს და ერთმანეთს თბილისის ტურის შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

კვირეულის მონაწილეებისთვის ლექციები წაიკითხეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ, თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ, გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა კობა ოშხერელმა. ლექციების მთავარი თემები საქართველოს შეიარაღებულ ძალები, სამხედრო გამოწვევები და საერთაშორისო უსაფრთხოება იყო.

ლექციების დასრულების შემდეგ, მონაწილეები ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ, ვიცე-პოლკოვნიკ ვასილ კოპეიკინთან ერთად პრეზიდენტის სასახლეს ესტუმრნენ, სადაც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ირინე იმერლიშვილს, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველსა და საგარეო ურთიერთობათა მდივანს თენგიზ ფხალაძეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს გიორგი აბაშიშვილსა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ანა დოლიძეს შეხვდნენ.

საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მონაწილეები საჩხერის სამთო მომზადების სკოლასა და სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასაც“ ესტუმრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics