2025-05-20 13:31:05, 1395 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზა - მატარებელი ლანჩხუთში საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანების გამო გაჩერდა
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, კერძოდ, მიზეზი საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანება გახდა.
"პრობლემა ოპერატიულად იქნა აღმოფხვრილი და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია, ამასთან, სხვა მატარებლებიც შეუფერხებლად მოძრაობენ. აქვე განვმარტავთ - მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება" - წერია რკინიგზის განცხადებაში.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისი-ბათუმის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივი გამოცემა ცნობას თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებდა.
25 აპრილს ძლიერი დაკვამლიანება იყო ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ვაგონში. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,