15:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-06 17:12:49, 1026 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე სასტუმროების საერთაშორისო ბრენდის, ROTANA-ს წარმომადგენლებს შეხვდა, კომპანია გონიოში 71 მლნ დოლარის საინვესტიციო პროექტის განხორციელებას იწყებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სასტუმროთა საერთაშორისო ქსელის, Rotana-ს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ საინვესტიციო ჯგუფს აჭარის საინვესტიციო პოტენციალი და ტურისტული შესაძლებლობები გააცნო. არაბთა გაერთიანებული საემიროების საინვესტიციო ჯგუფი საქართველოში პირველად განახორციელებს პროექტს, რომლის მოცულობა 71 მლნ აშშ დოლარი იქნება.

"პროექტი ითვალისწინებს გონიოში 5 ვარსკვლავიანი, 546 ნომრიანი, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას. სასტუმროთა ქსელი Rotana ამჟამად ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპაში და თურქეთში 73 სასტუმროს მართავს, რომლებიც წელიწადში 6 მილიონზე მეტ სტუმარს ემსახურება.

აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინა ზოიძე ესწრებოდნენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics