2022-02-12 12:19:23, 1415 ნახვა
სხვადასხვა
აშშ და ევროკავშირი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აგრესორს SWIFT-დან არ გათიშავენ
შეერთებული შტატები და ევროკავშირი ასრულებენ სანქციების შემუშავებას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში. შემაკავებელი ზომები იქნება მიმართული რუსეთის მსხვილ ბანკებზე, მაგრამ რუსეთის გათიშვა SWIFT ბანკთაშორისი გადახდის სისტემიდან სანქციების პაკეტში არ შედის.
ამის შესახებ Reuters-ი ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება.
Reuters-ს,სამმა წყარომ განუცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა შეწყვიტეს რუსეთისთვის SWIFT-ის შეწყვეტის განხილვა „ევროპული ქვეყნების ძლიერი წინააღმდეგობის“ შემდეგ.
„მიზანი არის სანქციების შემუშავება, რომელიც ნამდვილად დააზარალებს რუსეთს, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია კოლატერალური ზიანის მონიტორინგი მათთვის, ვინც მათ დააწესებს, იმის გაცნობიერებით, რომ სანქციები ევროპას უფრო ძლიერად დაარტყამს“, - განუცხადა Reuters-ს ერთ-ერთმა წყარომ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,