11:36 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-25 16:31:02, 644 ნახვა

სამხედრო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა რაჭის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გამართა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. სამეგრელოს რეგიონის შემდეგ საინფორმაციო შეხვედრები რაჭაში - ონისა და ამბროლაურის საჯარო სკოლებში გაიმართა.

ლიცეუმის წარმომადგენლები სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. სასწავლო კურსის უფროსმა მაიორმა ბერდია მუშკუდიანმა, კადეტებმა ლუკა ბენდელიანმა და მარიამ გურულმა მეცხრე კლასის მოსწავლეებს პრეზენტაციის ფორმატში დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მოსწავლეთა მიღების, საგანმანათლებლო პროგრამების, ლიცეუმში არსებული გარემოსა და ცხოვრების პირობების შესახებ. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

კითხვები ძირითადად ლიცეუმში მოსწავლეთა მისაღებ პროცესს შეეხო.

ლიცეუმში მოსწავლეთა რეგისტრაცია სასწავლო წლის დასრულების შემდეგ დაიწყება. მიიღებიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს დაასრულებენ საბაზო საფეხურის მეცხრე კლასს. მოსწავლეებმა რეგისტრაციის გავლის შემდეგ უნდა ჩააბარონ მისაღები გამოცდები ზოგად უნარებსა და მათემატიკაში. საბოლოოდ კადეტის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდების წარმატებით ჩაბარებასთან ერთად, აუცილებელია სამედიცინო შემოწმების გავლა სამხედრო ჰოსპიტალში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics