23:31 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 16:55:08, 1049 ნახვა

მსოფლიო
ალექსანდრ ვერშბოუ: უკრაინაში სიტუაცია მართლაც ძალიან საშიში და სახიფათოა

უკრაინაში სიტუაცუია მართლაც ძალიან საშიში და სახიფათოა,-ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ელექსანდ ვერშბოუმ  საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალსიტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე განმარტებით, სეპარატისტების მხარეზე  საკმაოდ დიდი რაოდენობის რუსი ჯარისკაცი იბრძვის და რუსეთი საზღვარზე 100 კილომეტრიან მონაკვეთს აკონტროლებს.

"სიტუაცია მართლაც ძალიან საშიში და სახიფათოა. ხდება დაძაბულობის ესკალაცია გასული კვირების განმავლობაში. რუსეთის მიერ სურვილის არარსებობა, რომ შეასრულოს მინსკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დებულებები და ცალსახად მხარს უჭერს სეპარატისტებს, იარაღით და უშუალოდ ჯარისკაცებითაც. ამდენად, ამოცანა გახლავთ რომ ვნახოთ გზა, დავუბრუნდეთ მინსკის ხელშეკრულებას, რომელიც იძლევა საშუალებას მიღწეულ იქნეს ბალანსი დეესკალაციის საფუძველზე. რა თქმა უნდა, რუსეთს ზოგიერთი დებულება მოსწონს, თითქოს მზადაა განახორციელოს, ზოგიერთის კი,  სრულ იგნორირებას ახდენს. ეს დაუშვებელია. სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. რაც შეეხება რაოდენობას, ვიცით, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის რუსი ჯარისკაცი იბრძვის სეპარატისტების მხარეზე. არის უთანამედროვესი იარაღები, მათ შორის არტილერია, რომლის დამოუკიდებლად გამოყენება არ შეუძლიათ სეპარატისტებს. ფაქტობრივად, რუსეთი აკონტროლებს მთელ 100 კილომეტრიან მონაკვეთს საზღვარზე და მათ შეუძლიათ შეიყვანონ ჯარები ნებისმიერ დროს. ამდენად, ჩვენ არ ვიცით ზუსტი რაოდენობაა რუსი ჯარისკაცების, მაგრამ ვიცით, რომ არის თანამედროვე რუსული იარაღი, რომელიც შეტანილი აქვს ტერიტორიაზე, რომელიც ყველაზე სერიოზული პრობლემაა",-განაცხადა ალექსანდრ ვერშბოუმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics