16:37 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-14 15:03:23, 1245 ნახვა

მსოფლიო
გერმანია, ავსტრია და ჩეხეთი საზღვრებზე კონტროლს აღადგენენ

გერმანია, ავსტრია და ჩეხეთი მიგრანტთა ნაკადის ზრდის გამო, საკუთარ საზღვრებზე კონტროლს აღადგენენ.

ამის შესახებ ჩეხეთის შს მინისტრმა მილან ხოვანეცმა და გერმანიის შს მინისტრმა თომას დე მეზიერმა განაცხადეს.

როგორც დე მეზიერმა აღნიშნა, საზღვრებზე კონტროლის აღდგენა იძულებითი ზომაა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, გერმანია მიგრანტების ნაკადს ვერ გაუმკლავდება. მისი თქმით, შეზღუდვები შენგენის შეთანხმების პრინციპებს ეწინააღმდეგება, თუმცა გერმანიაში საგანგებო ვითარებაა, რაც შენგენის შეთანხმების შეზღუდვას ამართლებს.

გერმანიის შს მინისტრის განცხადებით, ქვეყანამ ახალი მიგრანტების მიღების შესაძლებლობა თითქმის ამოწურა, რადაგან მხოლოდ შაბათს და მხოლოდ მიუნხენში 13 ათასი მიგრანტი ჩავიდა.

მინისტრმა ევროპას, სპარსეთის ყურის ქვეყნებს და აშშ-ს გერმანიისთვის სასწრაფო ფინანსური დახმარების გაწევისკენ მოუწოდა, რათა ქვეყანა მიგრანტებს უფრო ეფექტურად დაეხმაროს.

„უცნაურია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ბანკების გადასარჩენად რამდენიმე კვირაში ასეულობით მილიარდის შეგროვება შეუძლია, თუმცა ვერ აგროვებენ ამ თანხის მეასედსაც ცოცხალი ადამიანების დასახმარებლად“, - განაცხადა დემეზიერიმ.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ხელისუფლების შეფასებით, ქვეყანა წლის ბოლომდე 800 ათას მიგრანტებს მიიღებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics