23:29 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-15 15:45:19, 4672 ნახვა

High - Tech
მთვარეზე პირველი მცენარე ჩინელებმა გაზარდეს

ჩინეთის ნაციონალური კოსმოსური ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ბამბის თესლი, რომელიც კოსმოსურმა მისიამ "ჩანიე-4"-მა მთვარეს "ბნელ მხარეზე" 2019 წლის 3 იანვარს დატოვა, ამოვიდა.

თესლი სპეციალურ გარემოში იქნა მოთავსებული, სადაც ხელოვნური მიკროფლორა შეუქმნეს, რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, კოსმოსურმა ზონდმა თესლის გააქტიურების ამსახველი ფოტოსურათები გადაიღო. 

"ეს კოსმოსის ათვისებაში მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია",-აცხადებენ ჩინელი ბიოლოგები, რადგანაც აქამდე ეს მხოლოდ თეორიის დონეზე იყო განხილული, მაგრამ ახლა უკვე ვიცით, რომ მთვარე გრძელ კოსმოსურ მოგზაურობებში ერთგვარ ჰაბად შეიძლება იქცეს. 

თუ მთვარეზე ბიოლოგიური მასალის გამოყვანა ან სინთეზირება იქნება შესაძლებელი, ეს კოსმოსურ მისიებში ძალიან დაგვეხმარება - მიიჩევენ სპეციალისტები, რადგანაც მასიური კოსმოსური ჰომალდისთვის ყველაზე რთული პროცესი, სწორედ ატმოსფეროში შესვლაა. "თუ მთვარეზე ერთგვარი მარაგების შესავსები პუნქტის გაშენება იქნება შესაძლებელი - ეს გრძელვადიან კოსმოსურ მისიებში ძალიან დაგვეხმარება", - ამბობენ სპეციალისტები.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics