13:29 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-30 12:10:32, 661 ნახვა

სამართალი
შსს-მ მინერალური სასმელების ფალსიფიცირების ფაქტი გამოავლინა

შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული სამმართველოს აგარის განყოფილების თანამშრომლება, ქარელის რაიონის სოფელ უბისაში, 1960 წელს დაბადებული, ბორჯომში მცხოვრები თამაზ შ. მინერალური სასმელების ფალსიფიცირებაში ამხილეს.

„სამართალდამცველებმა თამაზ შ. გადამოწმების მიზნით იმ დროს გააჩერეს, როდესაც მას კუთვნილი ავტომანქანით ფალსიფიცირებული მინერალური სასმელი: 60 ბოთლი ბორჯომი, 12 ბოთლი ნაბეღლავი, 12 ბოთლი მიტარბი და 58 ბოთლი ლიკანი ქარელის რაიონის სოფლებში სარეალიზაციოდ გადაჰქონდა. მხილებულმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ აღმოჩენილი ფალსიფიცირებული მინერალური სასმელი ქალაქ ბორჯომში თავად ჩამოასხა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ფალსიფიკაციის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics