18:32 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 10:59:03, 628 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ეროვნული ვალუტის გაუფასურება, გარე შოკებითაა გამოწვეული

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ექსპერტებს თხოვს, ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით, არამოტივირებული და არაარგუმენტირებული შეფასებებისგან თავი შეიკავონ.

ხადურის განმარტებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, გარე შოკებითაა გამოწვეული და საქართველოს მთავრობა, ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით ყველაფერს აკეთებს.

ამასთან, ხადურის თქმით: ლარის კურსი დასტაბილურდება და უკან დაიწევს.

„მინდა ყველა ექსპერტს ვთხოვო, რომ თავი შეიკავონ აბსოლიტურად არამოტივირებული და არაარგუმენტირებული შეფასებებისგან. პრობლემა გამოწვეულია გარე შოკებით. საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ყველაფერს აკეთებს იმისათვის რათა უახლოეს პერიოდში მოხდეს დასტაბილურება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არა თუ დასტაბილურდება - კურსმა უკან უნდა დაიწიოს.“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისი შეფასებით, გაცვლით კურსზე ფსიქოლოგიური ფაქტორებიც ახდენს გავლენას.

„მინდა ვთხოვო იმ ადმაიანებს რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ შეუძლიათ ყველაფერზე კომენტარი გააკეთონ, იყოს მათი კომენტარები უფრო არგუმენტირებული და ემყარებოდეს იმ ინფორმაციას და სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც რეალურად არსებობს.“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics