11:20 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 11:59:00, 941 ნახვა

რეგიონი
ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმში სასწავლო პროცესი შეწყდა

ბათუმის შაჰინის სახელობის თურქულ სკოლა-ლიცეუმში სასწავლო პროცესი შეწყდა.

სკოლის მოსწავლეები და მთი მშობლები აჭარის მთავრობის სახლთან არიან შეკრებილები. ისინი აღნიშნულ სკოლაში სემესტრის დამთავრებას ითხოვენ.

ცნობისთვის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სკოლას ავტორიზაცია გაუუქმა, რასაც დირექტორი ელგუჯა დავითაძე ასაჩივრებს. მისი თქმით, ავტორიზაციის შეჩერებას პოლიტიკური მიზეზი აქვს.

აღსანიშნავია, რომ შაჰინის სკოლა ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც თურქეთის გენერალურმა კონსულმა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას აღნიშნა, რომ სკოლა ფეთჰულა გიულენის არის და იქ ტერორისტებს ზრდიან. თუმცა, მოგვიანებით კონსულმა განცხადება უარყო და აღნიშნა, რომ მისი განცხადებად არასწორად გადაითრგმნა.

შეგახსენებთ, 2016 წლის ზაფხულში, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. თურქული ხელისუფლება გადატრიალების ორგანიზატორად მუსლიმ მქადაგებელს ფეთჰულა გიულენს ასახელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics