09:16 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-03 13:20:35, 1526 ნახვა

სამართალი რეგიონი
სოფელ ზვარეში ნაცემი მუშების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული რამდენიმე მუშის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

როგორც "ექსპრესნიუსს" რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ხარაგაულის ფილიალის დირექტორმა ქეთევან აბრამიშვილმა განუცხადა, მათ დაზიანებები თავისა და ხელის არეში აღენიშნებოდათ.

"სასწრაფო დახმარების სამსახურმა ჩვენთან 4 ნაცემი პიროვნება შემოიყვანა. მათ, თან ახლდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი. მუშების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დაზიანებები თავისა და ხელის არეში ჰქონდათ მიყენებული", - განაცხადა ქეთევან აბრამიშვილმა.

მისივე თქმით, დაშავებულები ხარაგაულის საავადმყოფოდან ქალაქ ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ისინი ჩვენგან გადაიყვანეს ქალაქ ზესტაფოში, რადგან ჩვენთან არ იყო ქირურგი, იგი შვილის ოპერაციაზე იმყოფებოდა“, - აღნიშნა აბრამიშვილმა.

შეგახსენებთ, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის „23 ბიუროს“ წარმომადგენლებმა სცემეს. პროფკავშირების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics