|
2015-03-12 17:56:04, 665 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: ე.წ. შეთქმულების, კონსპირაციის და ამ თეორიების მოყვარულთათვის განსაკუთრებული არაფერი ხდება
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, წლიურად ლარის კურსი დაახლოებით, 5%-თაა გაუფასურებული. ქადაგიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული გაუფასურება საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ შემოდინებებსა და გადინებებს შორის წარმოქმნილი სხვაობა გადაფაროს. გიორგი ქადაგიძე საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის კურსის მეტ რყევებს არ ელოდება და აცხადებს, რომ ე.წ. შეთქმულების მოყვარულთათვის განსაკუთრებული არაფერი ხდება. "კურსი გაუფასურებულია დაახლოებით 5%-ით წლიურად. ჩენი ვარაუდით და ჩვენი გათვლებით, აღნიშნული გაუფასურება საკმარისი უნდა იყოს უკვე იმისთვის, რომ გადაფაროს ის სხვაობა, რომელიც წარმოიქმნა შემოდინებებსა და გადინებებს შორის და საშუალოვადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზაფხულის სეზონი და ტურისტული სეზონი შევა პიკში, არ ველოდებით უფრო მეტ რყევებს. მოკლევადიან პერიოდში მოთხოვნა -მიწოდებაზე ახდენს მოლოდინები მნიშვნელოვან გავლენას და მოლოდინები და მოლოდინების მართვა არის ისეთივე ნაწილი ეკონომიკის მართვის, როგორც ფუნდამენტური პროცესების მართვა. ჩვენი ეკონომიკა არის იმ ზომის, რომელიც სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებაზე რეაგირებს და ყველა სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებაზე ბაზარს ექნება რეაგირება. სხვა აქ განსაკუთრებული არც არაფერი ხდება ე.წ. შეთქმულების, კონსპირაციის და ამ თეორიების მოყვარულთათვის",-განაცხადა გიორგი ქადაგიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე.
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)