11:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-16 21:09:16, 20428 ნახვა

კომენტარი
იუკნევიჩიენე: მზია ამაღლობელი იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ, ეს რეჟიმი რუსეთის მარიონეტია

მზია ამაღლობელი იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ, ეს რეჟიმი რუსეთის მარიონეტია - განაცხადა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ფორმულასთან საუბრისას. 

მზია ერთგვარი სიმბოლოა. ის იმეორებს, რომ სახაროვის ჯილდო არის ყველა ქართველისთვის, რომლებიც წელზე მეტია ევროპული მომავლისთვის ქუჩაში იბრძვიან. მზია ამაღლობელი გახდა სიმბოლო.

ორივე ანდჟეი პოჩობუტი ბელარუსიდან და მზია ამაღლობელი საქართველოდან, მინსკსა და თბილისს შორის არსებული დიდი მანძილის მიუხედავად, ერთ ბრძოლაში, მსგავსი რეჟიმების მიმართ. ეს რეჟიმები რუსეთის მარიონეტები არიან. უკრაინელები, ქართველები, ბელორუსებიც ერთ ბრძოლას იბრძვიან. ჩვენ დავინახეთ მოლდოველები, რომლებიც წინ აღუდგნენ დიდ ჰიბრიდულ შეტევებს. კრემლს სურდა დაეპყრო მოლდოვა ისე, როგორც საქართველო არის ახლა.

ლიეტუვაში მზიას უკვე ბევრი იცნობს, განსაკუთრებით მის სიტყვებს: "იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის." ასე რომ ეს ბრძოლა ჩვენც გვეხება. - განაცხადა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics