17:50 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-10 19:51:02, 33251 ნახვა

რეგიონი
ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ორმხრივი მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის შეხვედრის დეტალებს აქვეყნებს.

მათივე ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ ორმხრივი მოლაპარაკებების გაგრძელებაზე და ორ ქვეყანას შორის ნდობის განმტკიცების ზომების მიღებაზე.

„2025 წლის 10 ივლისს, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვდნენ აბუ დაბიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) და განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ნორმალიზების დღის წესრიგის სხვადასხვა ასპექტი.“

დადასტურდა, რომ ორმხრივი მოლაპარაკებები წარმოადგენს ნორმალიზაციის პროცესთან დაკავშირებული ყველა საკითხის განსახილველად ყველაზე ეფექტურ ფორმატს და ამის საფუძველზე გადაწყდა ასეთი შედეგზე ორიენტირებული დიალოგის გაგრძელება.

„სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადეს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს თბილი სტუმართმოყვარეობისა და ორმხრივი შეხვედრის ორგანიზებისთვის“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics