03:12 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-28 23:26:21, 1451 ნახვა

კომენტარი
ამერიკელი კონგრესმენები ტრამპს მწვავედ აკრიტიკებენ

“ მე განადგურებული ვარ” - ასე გამოეხმაურა რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ზელენსკისა და ტრამპს შორის ოვალურ კაბინეტში მომხდარ კამათს

 "ტრამპი და ვენსი პუტინის ბინძურ საქმეს აკეთებენ" - ამის შესახებ სენატის უმცირესობის ლიდერიმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა.

ამ დრომდე არ წყდება ამერიკელი პოლიტიკოსების აღშფოთება რომლებიც ტრამპს მხდალ სამარცხვინოს უწოდებენ.

 "პრეზიდენტი ზელენსკის აბსოლუტური აღფრთოვანება. ამ ბიჭს აქვს ყვე@ები. ის შევიდა ოვალურ კაბინეტში და წინ აღუდგა რუსეთის საუკეთესო მომლაპარაკებლებს" - აცხადებს დემოკრატი კონგრესმენი, ერიკ სვუალუელი.

ტრამპმა და ვენსმა დაადასტურეს, რომ ისინი მხარს უჭერენ რუსეთს რუსეთ-უკრაინის ომში. ეს არის კატასტროფული შეცდომა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისათვის. ტრამპი და ვენსი ახლა პირადად განსაზღვრავენ ამ პოლიტიკას. ეს არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის შეხედულება და არ ასახავს ამერიკელი ხალხის უმრავლესობას” - ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი.

„დღეს ოვალურ კაბინეტში ერთმანეთს გმირი და მშიშარა შეხვდნენ და როდესაც შეხვედრა დასრულდა, გმირი ბრუნდება სახლში, უკრაინაში” - კალიფორნიის სენატორი, ადამ შიფი.

ზელენსკისა და ტრამპს შორის თეთრ სახლში, ჟურნალისტების წინაშე შელაპარაკება მოხდა - ზელენსკი ტრამპს მოუწოდებდა რუსეთის მიმართ სიფრთხილე გამოეჩინა, ხოლო ტრამპი ზელენსკის უპატივცემულობაში ადანაშაულებდა.

ორი ლიდერის შეხვედრა თეთრ სახლში, ოვალურ ოფისში გაიმართა, სანამ ისინი განიხილავდნენ შეთანხმებას, რომლითაც აშშ-ის წვდომა მიენიჭებოდა უკრაინის მინერალების რესურსებზე. მაგრამ ზელენსკიმ ტრამპს ღიად უსაყვედურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ რბილი მიდგომების გამო.

ზელენსკიმ უარყო ტრამპის განცხადებები, რომ უკრაინის ქალაქები მიწასთანაა გასწორებული სამწლიანი ომის შედეგად. ტრამპი აცხადებდა, რომ პუტინს შეთანხმების გაფორმება სურს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics