14:18 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 11:23:37, 1082 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთში სამართალდამცველებმა მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

საფრანგეთში მიგრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

როგორც სააგენტო იტყობინება, გუშინ ფრანგმა სამართალდამცველებმა საფრანგეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კალესთან, მიგრანტთა ბანაკის ნაწილის დემონტაჟი გადაწყვიტეს. აღნიშნულმა ფაქტმა მიგრანტების უკმაყოფილება გამოიწვია.

სააგენტოს ცნობით, არეულობაში 200-მდე მიგრანტი მონაწილეობდა. მიგრანტებმა, სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს და რამდენიმე კარავი დაწვეს. საფრანგეთის პოლიციამ სიტუაციის დასარეგულირებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

როგორც France24 საფრანგეთის მთავრობაზე დაყრდნობით იტყობინება, ბანაკში 1 000-მდე მიგრანტი ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, მათი რაოდენობა 3 400-ს აღწევდა.

მიგრანტებს საფრანგეთის სხვა რეგიონებში გადაიყვანენ, მაგრამ კალეს დატოვება უმრავლესობას არ სურს, რადგან დიდ ბრიტანეთში აპირებს გადასვლას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics