19:43 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-13 10:34:34, 786 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამაზ ტატანაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან კონსულტაციები და კრებები ამჯერად სამთავისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მრგვალი ჭალაში, იგოეთში, სამთავისში, ბოჟამსა და თოგოიანში გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, შეხვედრის მიზანი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა იყო.

„ადგილობრივებმა შეხვედრებზე საპროექტო წინადადებები დაასახელეს, განსახორციელებელი პროექტები კი ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტებიდან გამომდინარე შეარჩიეს.

მოსახლეობის მიერ დასახელებული პროექტები წლის ბოლომდე "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გამოყოფილი თანხითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics