23:56 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 09:32:36, 455 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: ივანიშვილს თუ შერჩა არგუმენტები და თავმოყვარეობა, მოვიდეს და ღია ეთერში დავსხდეთ

„ბიძინა ივანიშვილს თუკი შერჩა არგუმენტები და თავმოყვარეობა, მოვიდეს და ღია ეთერში დავსხდეთ, გავარკვიოთ და ამ საკითხში მეტი სიცხადე შევიტანოთ“,-ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით  გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
ალასანიას თქმით, ე.წ. კაბელების საქმეზე დაპატიმრებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები  ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან.
„მინდა მოვუწოდო ბიძინა ივანიშვილს,  სწორედ ამ საკითხის განსახილველად, საჯაროდ, მზად ვარ ნებისმიერ ეთერში, თუნდაც მისთვის სასურველ მოედანზე შევხვდე და გამოვიწვიო  ამ საკითხის განხილვაში. ივანიშვილი სულსწრაფად გამოვიდა და განცხადებები გააკეთა, სადაც  რამდენიმე ტყუილი თქვა, მათ შორის თქვა პირველი ტყუილი ის, რომ  „დელტაკომი“, რომელიც  შსს-ს უფასოდ  ემსახურებოდა, რაც შემდეგ თვითონ „დელტაკომმა“ აღიარა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან კოლოსალურ თანხებს იღებს. მინდა ვუთხრა, რომ თუკი შერჩა, არგუმენტები და თავმოყვარეობა, მოვიდეს და ღია ეთერში დავსხდეთ, გავარჩიოთ, გავარკვიოთ და ამ საკითხში სიცხადე შევიტანოთ“,-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics