20:26 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-22 13:22:37, 2141 ნახვა

სპორტი
ესპანეთი ფეხბურთში ქალთა ჩემპიონობას აღნიშნავს

ათასობით ესპანელი გულშემატკივარი შეიკრიბა მადრიდში, რათა აღენიშნათ ქალთა ნაკრების გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე.

მიუხედავად გვიანი საათისა და დამღლელი ფრენისა ავსტრალიიდან, გამარჯვებულებმა სიხარული გაუზიარეს გულშემატკივარს დაფრენისთანავე თითქმის მაშინვე.

ფეხბურთელებმა ესპანეთის დედაქალაქში ღია ავტობუსით იმოგზაურეს.

ქუჩები სავსე იყო წითელ მაისურებში გამოწყობილი გულშემატკივრებით, დროშებით აფრიალებული და პლაკატებით, რომლებიც ულოცავდნენ ქალ "წითელ ფურიას".

ინგლისელებთან ფინალში ესპანეთის ნაკრების გამარჯვება მცველმა ოლგა კარმონამ მატჩის 29-ე წუთზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა მოუტანა.

თამაშის დასრულებისთანავე ფეხბურთელმა მამის გარდაცვალების შესახებ შეიტყო. ოჯახი მას ამ ამბებს ბოლო დრომდე მალავდა. მოგვიანებით კარმონამ თქვა: "ეს იყო საუკეთესო და ყველაზე ცუდი დღე ჩემს ცხოვრებაში".

ფეხბურთელები მოედანზე დაახლოებით შუაღამისას მივიდნენ. მადრიდის რიო პარკში მოთამაშეების მოლოდინში გულშემატკივრებს დიჯეი და ადგილობრივი მუსიკოსები უმასპინძლდებოდნენ.

ზეიმი ღამით დასრულდა, როდესაც სცენაზე კონფეტი წვიმდა და მოთამაშეებმა, თანამშრომლებმა და გულშემატკივრებმა ერთად იმღერეს Queen-ის უკვდავი სიმღერა "We are the champions".

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics