00:32 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 17:35:35, 1728 ნახვა

სპეციალური ანონსი
მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ თანამდებობა დატოვა

ნატალია გავრილიცამ მოლდოვას პრემიერ-მინისტრობის თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ნატალია გავრილიცას თქმით, მისი მთავრობა ხელისუფლებაში 18 თვიანი ყოფის შემდეგ გადადგა, რისი უმთავრესი მიზეზიც, ეკონომიკური არეულობა გახდა, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმართული ომით იყო გამოწვეული.

გავრილიცას პრემიერ-მინისტრობის დროს ქვეყანამ, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების შედეგად, ელექტროენერგიის გათიშვა განიცადა, გარდა ამისა გავრილიცას ჰქონდა მცდელობა ქვეყნისთვის რუსეთის გაზზე დამოკიდებულება მოეხსნა. 

პრემიერ-მინისტრის გადადგომით მთავრობის კაბინეტიც გადადგება, აქედან გამომდინარე, მოლდოვის პრეზიდენტმა და გავრილიცას თანაპარტიელმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ის საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციებს გაივლის, რის შემდეგაც პრემიერმინისტრობის კანდიდატს დაასახელებს.

"მე მჯერა მოლდოველი ხალხის. მე მჯერა მოლდოვის", - განაცხადა გავრილიცამ ბრიფინგზე. 

ნატალი გავრილიცამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წლის აგვისტოში მას შემდეგ დაიკავა, რაც მისმა პროევროპულმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება შეძლო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics