17:20 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 17:34:02, 1369 ნახვა

სამხედრო
ესტონეთ-საქართველოს გუნდმა კიბერწვრთნაში „Locked Shields 2022“ მესამე ადგილი მოიპოვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა ნატოს კოოპერაციული კიბერთავდაცვის ცენტრის CCDCOE-ს მიერ ორგანიზებული კიბერწვრთნა „Locked Shields 2022“ წარმატებით დაასრულეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ესტონეთ-საქართველოს გუნდმა კიბერწვრთნაში მესამე ადგილი მოიპოვა. 24 გუნდიდან პირველი ადგილი ფინეთმა, ხოლო მეორე - ლიეტუვა-პოლონეთის ერთობლივმა გუნდმა დაიკავეს. 

„Locked Shields“ ყოველწლიური, რეალურ დროში ჩატარებული ინფორმაციული და საკომუნიკაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სწავლებაა, რომელიც CCDCOE-ს ორგანიზებით ტარდება. სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე გუნდების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას. საქართველო, კიბერუსაფრთხოების ბიუროს სახით აღნიშნულ სწავლებაში 2015 წლიდან მონაწილეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics