23:44 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 11:00:53, 511 ნახვა

პოლიტიკა
ბუტკევიჩიუსი: საქართველოში ჩამოვედი, რომ ბიზნესთანამშრომლობისთვის სტიმული მიმეცა

„ჩამოვედი იმიტომ, რომ გამომეცხადებინა ჩემი მხარდაჭერა, სოლიდარობა და სტიმული მიმეცა ბიზნესთანამშრომლობისთვის", - ამის შესახებ ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა საქართველო-ლიტვის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მოხარული ვარ, რომ საქართველომ და ლიტვამ მოახერხეს, ჩაეყარათ ძალიან მყარი საფუძველი თანამშრომლობის, ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში. ჩვენი ქვეყნები ცდილობენ, ბიძგი მისცენ უფრო მჭიდრო ურთიერთობებს, რომელსაც ისტორიული კავშირები გააჩნია. ლიტვასა და საქართველოს საერთო ეკონომიკური ინტერესები გააჩნიათ. ჩამოვედი იმიტომ, რომ გამომეცხადებინა ჩემი მხარდაჭერა, სოლიდარობა და სტიმული მიმეცა ბიზნესთანამშრომლობისთვის", - განაცხადა ბუტკევიჩიუსმა.

როგორც ლიტვის პრემიერმა აღნიშნა, ბიზნესკლიმატის თვალსაზრისით, ლიტვაში პოზიტიური ცვლილებებია.

"საერთაშორისო რეიტინგი გვანახებს პოზიტიურ ცვლილებებს ლიტვაში ბიზნესკლიმატის თვალსაზრისით. მსოფლიო ბანკის რეიტინგით, ლიტვა ბიზნესის წარმოებისა და ბიზნესის დაწყების კრიტერიუმების თვალსაზრისით 24-ე ადგილზეა", - განაცხადა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics