23:30 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-29 10:01:50, 637 ნახვა

სამართალი
შსს-მ და შემოსავლების სამსახურმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამხრეთ აფრიკის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, თბილისის აეროპორტში სამხრეთ აფრიკის მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს ხელჩანთაში სპეციალურ სამალავი ჰქონდა მოწყობილი, საიდანაც სამართალდამცველებმა 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული ნომახოსა პუმლა ვინიფრედ ნ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საბაჟო პროცედურების გავლისას დააკავეს.

დადგინდა, რომ დაკავებულს ხელჩანთაში სპეციალურ სამალავი ჰქონდა მოწყობილი, საიდანაც ქართველმა სამართალდამცველებმა 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით ამოღებული ნარკოტიკი გამომშრალი მარიხუანაა და მისი საერთო წონა 9 კილო და 700 გრამია. დაკავებული საქართველოში დოჰა-თბილისის რეისით ჩამოფრინდა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics