09:47 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 17:08:43, 5329 ნახვა

სამხედრო
ჯარისკაცებისთვის ხელფასების ზრდის პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება

თავდაცვის მინისტრის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი სამხედრო მოსამსახურეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების თემას დაეთმო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების ზრუნვის პროცესში,  ღირსეული ანაზღაურება  და ჯანმრთელობის დაზღვევის მაღალი სტანდარტი პრიორიტეტს წარმოადგენს: „1 ნოემბრიდან სამხედროებს ჩვენ ანაზღაურება წოდების მიხედვით 100-დან 500 ლარამდე გავუზარდეთ და ხელფასების ზრდის პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება“, -აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

2020  წელს, სამხედროების ჯანმრთელობის დაზღვევისთვის 22 მილიონი ლარი გამოიყოფა. მინისტრის განცხადებით, ჯარისკაცები  განახლებული სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ. დაგეგმილია ამბულატორული, სტაციონარული, მედიკამენტოზური და სტომატოლოგიური სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებული სერვისების უზრუნველყოფა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში:

„დაზღვევის პრობლემა ჯარში იდგა ძალიან მწვავედ.  ამ საკითხის მოწესრიგება და გაუმჯობესება ჩვენ მოსვლის დღიდანვე  მიზნად დავისახეთ. ჩემი დავალებით გაუმჯობესებული სადაზღვევო პირობებით ჯარისკაცებმა შეუზღუდავი მომსახურების მიღება ნებისმიერ კლინიკაში უნდა შეძლონ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics