17:53 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-23 19:10:03, 638 ნახვა

ეკონომიკა
"თელასმა" სემეკს სატარიფო განაცხადით მიმართა

 სს „თელასმა“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით მიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 23 ივლისს 16:10 საათზე სს „თელასმა“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით მიმართა. კომპანია ტარიფის დადგენას ითხოვს და სატარიფო განაცხადის წარმოდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილ ფასსა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებს. კომისიის 2014 წლის 30 ივლისის N14 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ საფუძველზე კომისია სამი სამუსაო დღის ვადაში შეისწავლის სს „თელასის“ მიერ წარმოდგენილ სატარიფო განაცხადს. იმ შემთხვევაში, თუ სატარიფო განაცხადი სრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია დაიწყებს საკითხზე საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას და კომისიის ვებ გვერდზე გამოაქვეყნებს საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტაციას“, - ნათქვამია სემეკის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics