13:35 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-06 12:31:59, 648 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საბერძნეთში განვითარებულ მოვლენებს გავლენა საქართველოზეც ექნება

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საბერძნეთში განვითარებული მოვლენები გავლენას  საქართველოზეც იქონიებს.

კვირიკაშვილის განცხადებით, მაისის მდგომარეობით, საქართველოში საბერძნეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირებულია.

„საქართველოზე, რა თქმა უნდა, ექნება გავლენა. ჩვენ უკვე წლის დასაწყისიდან დაახლოებით 16 მილიონი დოლარის ფარგლებში დაგვაკლდა წინა წლის 5 თვის პერიოდთან შედარებით, მაისის თვეში ეს იყო დაახლოებით 2,4 მილიონი დოლარი, ანუ არშემოსული თანხა. ეს არაა მთლიან ბალანსში დიდი რიცხვი, დაახლოებით 15-16 პროცენტია საბერძნეთიდან ფულადი გზავნილების პროცენტული მაჩვენებელი მთლიან ფულად გზავნილებში. თუმცა რუსეთიდან ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი შემცირების შემდეგ ეს მაჩვენებელი დაახლოებით 19-20%-მდე ავიდა. თვითონ ფულის გადმორიცხვის თვალსაზრისით იმდენად დიდი პრობლემა არაა იქ ფინანსური ინსტიტუტების შეჩერება, რამდენადაც სამუშაო ადგილების შემცირების კუთხით და ეს არის რაზეც ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ. თუ ისე მოხდა, რომ ეკონომიკაში საშუალოვადიანი უარყოფითი ტენდენცია გაჩნდა, ამ ადამიანებს მოუწევთ სხვა სამსახურის ძებნა, რაც ძალიან ცუდი იქნება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics