2015-06-29 19:17:12, 586 ნახვა
სამართალი
მეტრო "რუსთაველთან" დასუფთავების სამსახურის მანქანა მსუბუქ ავომობილს შეეჯახა
მეტრო „რუსთაველთან“ დასუფთავების სამსახურის მანქანა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
როგორც ადგილიდან „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.
იგი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების, ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან