14:29 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-12 15:12:54, 648 ნახვა

ეკონომიკა
დღეს ვითიბი ბანკის თასზე საცხენოსნო ტურნირი იწყება

12 -დან  14 ივნისის ჩათვლით თბილისის იპოდრომზე გაიმართება მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი ვითიბი ბანკის თასზე - VTB CUP. შეჯიბრში წარმოდგენილი  იქნება - წინაღობათა გადალახვა. ტურნირის გენერალური სპონსორია ვითიბი ბანკი. ტურნირის ორგანიზატორია  საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია.  
ტურნირში მონაწილეობას იღებენ მხედრები: საქართველოდან და აზერბაიჯანიდან.  მსაჯთა კოლეგიაში წარმოდგენილი იქნებიან მსაჯები საქართველოდან, რუსეთიდან, ლიტვიდან და თურქეთიდან. დასწრება თავისუფალია.
"ვითიბი ბანკი აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას, უკვე მეორე წილია ამ ტურნირის გენერალური სპონსორები ვართ და ამასთან ერთდ საცხენოსნო სპორტის ფედერაციას 2013 წლიდან უჭერთ მხარს. ვთვლით,რომ სპორტის ამ სახეობის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ცხენოსნობა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების გარდა,  ქართულ ტრადიციებთანაც მჭიდრო კავშირშია, ამიტომ ვისურვებდით დღესაც მეტი ადამიანი დაკავდეს სპორტის ამ სახებით. ეს ტურნირიც, ვითიბის თასზე, სწორედ ამ მიზანს ემსახურება",-განაცხადა ვითიბი ბანკის ვიცე პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics