16:42 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-12 13:34:57, 1110 ნახვა

ეკონომიკა
ზუგდიდში, სავაჭრო ცენტრ „რუხი მოლი“–ს მშენებლობა ივლისის ბოლოს დაიწყება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, რომელიც აფხაზეთის ადმინისისტრაციულ საზღვართან მდებარეობს მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი „რუხი მოლი“ –ს მშენებლობა მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაიწყება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის გამგეობიდან აცნობეს.

რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის, ლიკა ქვარცხავას განმარტებით, „რუხი მოლი“ –სთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ამ წუთებში ძველი ნაგებობის დემონტაჟი მიმდინარეობს.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით კი უკვე დასრულებულია მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის პროექტირება. მშენებლობა ივლისის ბოლოს დაიწყება და 2015 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი რუხში. ცენტრში სავაჭრო ფართების გარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმღები პუნქტი, მცირე სამაცივრე დანადგარები, ასევე, ფოსტა, აფთიაქი, ბანკი და ვეტერინარული კლინიკა განთავსდება. ობიექტზე 1000-მდე ადგილობრივი მუშა ხელი დასაქმდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics