12:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 14:59:12, 637 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ბიუჯეტის დაკორექტირებული ვარიანტი 2%-იან ეკონომიკურ ზრდაზე იქნება გათვლილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ბიუჯეტის დაკორექტირებული ვარიანტი 2%-იან ეკონომიკურ ზრდაზე იქნება გათვლილი.

კვირიკაშვილის თქმით, ბიუჯეტის შეკვეცილი ვარიანტი 10 ივნისამდე მომზადდება.

მისივე თქმით, 2%-იანი ზრდა ინფლაციის ეფექტის გაუთვალისწინებლად იქნება.

„ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე ბევრჯერ გაკეთდა განცხადება და ჩვენ 2%-ის ფარგლებში რეალურ ზრდას ვვარაუდობთ, ანუ ინფლაციის ეფექტის გაუთვალისწინებლად. რაც შეეხება თავად ბიუჯეტის კორექტირებას, 10 ივნისამდე ყველა უწყებასთან მუშაობა მიმდინარეობს ხარჯების შეკვეცვის თვალსაზრისით. კორექტირებაზე ყოველთვის იყო საუბარი, მთვარობა რეალურად უკვე ნაკლებს ხარჯავდა და ფინანსთა სამინისტრო ამის კონტროლს ახორციელებდა. თუმცა ოფიციალურად ვფიქრობთ, რომ ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენა უკვე შეკვეცილი ვარიანტით 2%-იან რეალურ ზრდაზე გათვლით მოხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად ეკონომიკა 2%-ით გაიზარდება. ასევე მიმდინარეობს მუშაობა, რომ დაზუსტდეს ინფლაციის მაჩვენებელი“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics