21:57 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-03 09:43:51, 425 ნახვა

სამართალი
სოფელ ბერშუეთთან რუსმა ოკუპანტებმა 60 წლის ამირან დურგლიშვილი დააკავეს

გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან რუსმა ოკუპანტებმა 60 წლის ამირან დურგლიშვილი დააკავეს. მისი დაკავება იმ დროს მოხდა, როცა  ის სოფლის განაპირას, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პირუტყვს მწყემსავდა. 

მეუღლის მტკიცებით, ამირან დურგლიშვილს საზღვარი არ დაუღვევია.

ამ დრომდე უცნობია, თუ სად იმყოფება დაკავებული. ოჯახი ვარაუდობს, რომ ის ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.

"წასული იყო საქონლის სამწყემსად, ყავდა ბავშვი წაყვანილი, ძროხები ცოტა მოშორებით ტყეში შევიდნენ  და რომ უნდა გამოერეკა, ბავშვა დაინახა, რომ ძროხები გამოვიდნენ და მამამისი რომ ვეღარ დაინახა, ელოდა ცოტახანს და შემდეგ ჩამოვიდა და მითხრა, რომ იქ მამა აღარ არისო.რუსები გადმოდიან ჩვენს ტერიტორიაზე, აქედან ვინც კი წაიყვანეს, საზღვარი არც ერთს არ დაურღვევია",-განაცხადა დაკავებულის მეუღლემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics