2015-05-30 17:15:36, 935 ნახვა
მსოფლიო
პეტრო პოროშენკო: სააკაშვილს დავალებების შესასრულებლად 1 წელიწადი აქვს
ოდესის ახალი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კორუფციას უნდა ებრძოლოს, საბაჟო და საგადასახადო სამსახურების გამჭვირვალობა და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის უზენაესობა უნდა უზრუნველყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილისთვის ერთ-ერთი მთავარი დავალება დე-ოლიგარქიზაცია იქნება, რათა უკრაინაში ოლიგარქები აღარ იყვნენ.
პოროშენკომ სააკაშვილი დამოუკიდებელ და გამბედავ ადამიანად მოიხსენია, რომელამც საქართველო შეცვალა.
მისივე თქმით, სააკაშვილს პრეზიდენტის დავალებების შესასრულებლად 1 წელიწადი აქვს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან