2015-05-27 12:41:45, 877 ნახვა
მსოფლიო
კორუფციის ბრალდებით, FIFA-ს 9 მაღალჩინოსანი დააკავეს
შვეიცარიის პოლიციამ კორუფციაში ეჭვმიტანილი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA-ს) 9 მაღალჩინოსანი დააკავა.
დაკავებულთა შორის FIFA-ს ვიცე-პრეზიდენტები ჯეფრი უები, ეუხენიო ფიგერედო და აღმასკომის შვიდი წევრი არიან.
ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარე იოზეფ ბლატერი ეჭვმიტანილთა სიაში ჯერჯერობით არ არის.
ოპერაცია დღეს დილით, ციურიხის ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ჩატარდა.
გამოძიება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დაიწყო და ყველა დაკავებული საგამოძიებო ღონისძიებების ჩასატარებლად, სავარაუდოდ, აშშ-ს გადაეცემა.
აღსანიშნავია, რომ 29 მაისს FIFA-ს ახალი პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან