2015-05-20 18:29:31, 360 ნახვა
პოლიტიკა
გიგლა აგულაშვილი: გენმოდიფიცირებული მარცვლის დიდ ფართობზე დათესვის საშიშროება არ არსებობს
„25 ტონა გენმოდიფიცირებული სოის მარცვალი საქართველოში შემოტანილია დასაწყობებულია და ის გარემოს დაცვის სამინისტროს მეთვალყურეობის ქვეშ დაიფქვება“,-ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე მტკიცებით, იმის სასიშროება, რომ ეს გენმოდიფიცერული მარცვალი დიდი ფართობზე დაითესება არარსებობს.
„25 ტონა მარცვლიდან ვიცით, რამდენი უნდა მიიღოს მეწარმემ კოპტონი და მაგალითად რამდენი ვეთი. თუ ამ 25 ტონიდან მეწარმემ 1 კილო გამოიტანა და დათესა შეიძლება ამის კონტროლი ვერ მოვახერხოთ, მაგრამ რაც შეეხება საშიშროებას, რომ დიდი ფართობები დაითესება არარსებობს“,-აღნიშნა აგულაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან