2015-05-20 17:28:39, 309 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი რიგაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
იგი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტზე საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე.
სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან, დაესწრება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელთა პატივსაცემად გამართულ მიღებას და სიტყვით გამოვა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პლენარულ სესიაზე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან