10:23 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-20 17:26:11, 433 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაცია ზაზა აბაშიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ზაზა აბაშიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ–ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ზაზა აბაშიძის დანიშვნის საკითხი შეითანხმა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თხოვნით მთავრობის მეთაურს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმართა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად ზაზა აბაშიძის კანდიდატურა საკონკურსო კომისიამ დაამტკიცა. ზაზა აბაშიძე არის საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო-საენციკლოპედიო ცენტრის ხელმძღვანელი. დღემდე მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტის საეკლესიო ისტორიისა და სამართლის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელად. ზაზა აბაშიძე იყო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, საქართველოს ეროვნული არქივის თავმჯდომარის მრჩეველი და  საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო-საენციკლოპედიო ცენტრის ხელმძღვანელი. მას სტაჟირება გავლილი აქვს ოქსფორდის უნივერსიტეტში, აღმოსავლეთის ეკლესიათა ისტორიის სპეციალობით კი–რეგენსბურგის აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტში. ზაზა აბაშიძე არის ასოცირებული პროფესორი, გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics