20:34 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 10:43:50, 314 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერიტორიის მქონე ქვეყანა, ეძებს კიდევ რამდენიმე კვადრატულ მეტრს

„მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერიტორიის მქონე  ქვეყანა, ეძებს კიდევ რამდენიმე კვადრატულ მეტრს“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საინფორმაციო სააგენტო  „როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით  განაცხადა.
მისივე თქმით,  საქართველო, მოლდოვა და უკრაინა შორდება რუსეთს, რომელიც ცდილობს მისი მეზობლებისთვის მიუღებელი ღირებულებების დამკვიდრებას.
„რა სურს ქვეყანას, რომელიც თავის მეზობლებს უქმნის საფრთხეს, თავისი საზღვრების გასწვრევ ქმნის არეულობის კერებს და ძაბავს ურთიერთობებს მის მეზობელ ქვეყნებსა და ხალხებთან?
მე არ მაქვს პასუხი ამ კითხვაზე. მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერიტორიის მქონე ქვეყანა, ეძებს კიდევ რამდენიმე კვადრატულ მეტრს.
არსებობს ლოგიკური ახსნა იმისა თუ რატომ ირჩევს საქართველო ევროკავშირსა და ნატოს. ამავე დროს არსებობს სხვაგვარი ლოგიკა: რატომ არ გსურთ გააკეთოთ საპირისპირო, რადგან ასე სურს რუსეთს? ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და არჩევანს ვაკეთებთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე და არა რუსეთის ინტერესების საფუძველზე“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics