2015-05-11 13:03:26, 984 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთმა რუსეთისთვის აგებული „მისტრალები“, შესაძლოა, ჩინეთს მიჰყიდოს
რუსეთისთვის აგებული „მისტრალები“ საფრანგეთმა, შესაძლოა, ჩინეთს მიჰყიდოს.
ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შანხაიში ფრანგული სამხედრო ხომალდები ჩავლენ, მათ შორის „მისტრალიც“ იქნება.
ამასთან, „მისტრალების“ შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით, რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის თანხმობის გარეშე საფრანგეთი ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთს რუსეთისთვის პირველი „მისტრალი“ გასული წლის ნოემბერში უნდა გადაეცა, თუმცა კონტრაქტი უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო შეაჩერა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან